შოთა დიღმელაშვილი - "ქართული ოცნება" საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან

სახალო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ იღებს ინფორმაციას "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურებში პარტიის წევრების მობილიზებაზე, რომ ისინი დედა ენის ბაღში სტუდენტებს დაესხან თავს. 

"მომდის ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან. მოგეხსენებათ, დღეს 4 საათზე იქ საჯარო შეხვედრა-დისკუსია გვქონდა დაგეგმილი.

ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც "ფარდის ახდის" კამპანიის შუქშია განსახილველი.

მოკლედ, როგორც იცით "შინ ევროპისკენ" მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.

და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედა ენის ბაღში 4 საათზე. დროებით", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

უახლესი ამბები