გია ვოლსკი - ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია

არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია. ვისაც სჩვევია, მათი წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება. საერთოდ, მათთვის ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია. სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით.

არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ დაეჯერება, როცა პოლიტიკაში ტრიუკებსა და უზნეობაზე ლაპარაკობენ. რამდენი ხანი იყო კამათი და რა თემებზე, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უახლესი ამბები