კუნძული "ზმეინი" რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

კუნძული "ზმეინი" რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად, საოკუპაციო არმიამ შავი ზღვის აკვატორიის ნაწილზე კონტროლი დაკარგა.

30 ივნისის ღამეს რუსული გარნიზონი ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული ზმეინიდან ორი ნავით. კუნძულს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ზმეინი დატოვეს სამხედრო ოპერაციის შედეგად.

მოგვიანებით, კუნძულის დეოკუპაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა. ანდრეი იერმაკმა განაცხადა, რომ ზმეინზე რუსები აღარ იყვნენ და კვამლში გახვეული კუნძულის ფოტო გამოაქვეყნა.

რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა ჯარების გაყვანა ზმეინიდან, მაგრამ მას "კეთილი ნების ჟესტი" უწოდა, თითქოს „რუსმა სამხედროებმა თავიანთი ამოცანები დაასრულეს და გარნიზონი გაიყვანეს“.

კუნძულის დაკარგვით რუსეთმა ასევე დაკარგა კონტროლი შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.

უკრაინის სამხედრო ოპერაცია ზმეინის გასათავისუფლებლად ბოლო კვირები გრძელდებოდა. მიზანი მისი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია იყო.

რუსმა ოკუპანტებმა ზმეინზე შეტევა 24 თებერვლის საღამოს დაიწყო. კრეისერი „მოსკოვი“ კუნძულს მიუახლოვდა და მისი დამცველებისგან დანებება მოითხოვა, რასაც პასუხად ის ცნობილი ფრაზა მოჰყვა, რომელიც უკრაინელების გაუტეხელების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 

ამის შემდეგ კრეისერიდან დაბომბვა დაიწყო. შედეგად, კუნძულზე მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, კავშირი კუნძულთან გაქრა, მაგრამ უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა შეძლეს კიდევ ორი თავდასხმის მოგერიება. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა კუნძული მაინც აიღეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია კუნძულიდან ყველა უკრაინელი მესაზღვრისა და საზღვაო ქვეითების დაღუპვის შესახებ. სულ 80-ზე მეტი ადამიანი იყო. მალე ცნობილი გახდა, რომ ისინი ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 24 მარტს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, კუნძულის დამცველთა ნაწილი და მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ, მათ შორის ცნობილი ფრაზის ავტორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა.

უახლესი ამბები