ბაიდენი - 50-ზე მეტი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

50-ზე მეტი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, იგი მოიცავს 600-ზე მეტ ტანკს, 500-მდე საარტილერიო სისტემას და სხვა იარაღს, - ამის შესახებ მადრიდში ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"შეერთებული შტატები აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად და მოკავშირეებს და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ახლახან შეკრიბა 50-ზე მეტი ქვეყანა, რომლებმაც აიღეს ახალი ვალდებულებები, ეს არის გლობალური ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

140 000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, 600-ზე მეტ ტანკს, დაახლოებით 500 საარტილერიო სისტემას, 600 ათასზე მეტ საარტილერიო საბრძოლო მასალა.

გარდა ამისა, უკრაინას მიეწოდება დამატებითი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები (HIMARS), გემსაწინააღმდეგო სისტემები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები