ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ტაბატაძე დაინიშნა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა თვითმართველობის წარმომადგენლებს ახალი მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის დარგში თანაშემწე  გიორგი ბუგიანიშვილი   და ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე წარუდგინა.

შეხვედრას მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტიში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. გამოწვევებზე და მათი ეფექტიანი გადაჭრის გზებზე.

გიორგი ტაბატაძე,  2021 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ხოლო, 2020-2021 წელს იყო  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2015-2020 წლებში მუშაობდა  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის უფროს სპეციალისტად. იგი 2014 წელს მუშაობდა  სს თბილხელსაწყოში ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მან 2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ს.ს ,,საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ფინანსურ დეპარტამენთში ბიუჯეტირების, ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის პოზიციაზე, ასევე იყო ბუღალტრის დამხმარე ავიაკომპანია ,,იარ-კავკასუსში" ფინანსურ დეპარტამენტში.

გიორგი ტაბატაძემ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ასევე მას დაამთავრებული აქვს  ბუღალტერთა და აუდიტორთა ინსტიტუტი ACCA.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები