კელი დეგნანი - ძალადობა მიუღებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის შემთხვევები შეიმჩნევა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საელჩოს ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"ჩვენ ვნახულობთ ჩანაწერებს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ დაიწყო რაიმე ტიპის ფორმალური სამართლებრივი პროცესი. მაგრამ ძალადობა ნამდვილად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის შემთხვევები შეიმჩნევა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დარღვევის კუთხით.

იმის დანახვა, რომ ძალადობა თამაშში შემოდის, რათა დაარღვიოს და შეუზღუდოს ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებებზე წვდომა - ეს ძალიან შემაშფოთებელია.

ეს იმედგამაცრუებელია, რადგან გუშინ შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა, სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა. ეს ძალიან პოზიტიური ღონისძიება იყო, ვინაიდან კრებდა ქართველებს და ხაზს უსვამდა იმას, თუ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქართველებს, როცა ისინი ერთად მუშაობენ, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გაერთიანებულები. ამიტომ ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ამ ცნობებმა გადაფარა ის, რაც სხვა მხრივ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ძალიან პოზიტიური და ბედნიერი აღნიშვნა იყო", - განაცხადა დეგნანმა "ფორმულასთან“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები