თერჯოლაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, თერჯოლაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გოდერძი თურქაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

"წარმატებით ხორციელდება პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში  ბავშვთა გასართობი სივრცე  და  სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თერჯოლის განვითარებას", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "დაგი" ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

უახლესი ამბები