ჩეხეთის ელჩი - ეს ფაქტობრივად არის ძალადობის და ურთიერთსიძულვილის წახალისება

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ელჩის განცხადებით, პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება აქვთ.

"იქ ვიყავი, თუმცა ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია აბსოლუტურად. როგორც არც უნდა იყოს, სიტუაცია ვერ მოგვარდება შეურაცხყოფით, ვერ მოგვარდება ძალადობით და ეს არის ის შეტყობინება, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და შემდგომ აუცილებლად გავრცელდება სხვადასხვა სიტუაციებშიც საკმაოდ ნეგატიურად. 

ეს ფაქტობრივად არის ძალადობის და ურთიერთსიძულვილის წახალისება. იმედი მაქვს, რომ ეს განიხილება ყველა პარტიის ჩართულობით და დამნაშავე მხარე ბოდიშს მოიხდის. ან ორივე მხარე, მე არ ვიცი საიდან წამოვიდა პროვოკაცია, მაგრამ პოლიტიკოსებს ნამდვილად აქვთ თმენის ვალდებულება", - განაცხადა ელჩმა "ფორმულას" ეთერში.

"ტვ პირველის" მფლობელის ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში მიღებაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანრი ოხანაშვილს მომხდარს არ უარყოფს და აცხადებს, რომ "წერეთელმა უკადრებელი იკადრა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები