შალვა პაპუაშვილი - რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან?

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ გეგმაში უკვე გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ასევე ვადები და სწორედ ამ საკითხების გასავლელად, უფრო დეტალურად დასაგეგმად შედგა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

"მათ შორის, არის ცალკეული საკითხები, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა გავუწიო კოორდინაცია. კერძოდ, დეპოლარიზაციის საკითხებს და ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. მათ შორის მეც მექნება შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორთან. 

ფაქტობრივად ყველამ 12 პუნქტთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში ნახა, რომ ძირითადი საკითხი და საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა ამავე დროს დეპოლარიზაციის საკითხიც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია თავმოყრილი, ხანდახან პარლამენტია ხოლმე სწორედ პოლარიზაციის საფუძველი და ასევე დეპოლარიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დეპოლარიზაციის თემას, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, "ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნებს.

"რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება 2021 წლის ოქტომბრიდან და მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს. საბოლოო ჯამში პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ მოქალაქეები მათ მიაკუთვნებენ ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებს და საზოგადოების ამ ნაწილს ამყოფებენ იმ ყალბ ნარატივში, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის პოლარიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები