ირაკლი ქადაგიშვილი - აქციისა და ხელისუფლების ასე სპონტანურად შეცვლის მუხტი გაქრა

მოსახლეობის იმ ნაწილმაც, რომელიც აქციაზე იყო, დაინახა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას სულ სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება და არა ის არასწორი მოთხოვნა, რაც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ უკან მდგომი რადიკალური პოლიტიკური ძალების მიერ იყო შემოთავაზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციისა და ხელისუფლების ასე სპონტანურად შეცვლის მუხტი გაქრა.

"რაც შეეხება მოქალაქეების დამოკიდებულებას ევროკავშირში გაწევრიანებასა და ამ გასავლელ გზასთან დაკავშირებით, ეს არსად არ გამქრალა. უბრალოდ, მოსახლეობის იმ ნაწილმაც, რომელიც იმ აქციაზე იყო, დაინახა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას სულ სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება და არა ის არასწორი მოთხოვნა, რაც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ უკან მდგომი რადიკალური პოლიტიკური ძალების მიერ იყო შემოთავაზებული. ამიტომ, დღეს ის საზოგადოება, რა თქმა უნდა, ელის ამ გზაზე ქმედითი ნაბიჯების გაგრძელებას, მაგრამ უკვე დაინახეს, რომ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სჭირდება სულ სხვა დღის წესრიგი და არა ის, რაც აქციაზე იყო შემოთავაზებული. ამიტომ ახლა წინ წამოიწია თუ რა დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები