გივი მიქანაძე - მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს

“მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.  შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა“ - ამის შესახება ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების  შეხვედრა შედგება, რათა დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ძალიან ცხადი და კონკრეტული გეგმა წარვუდგინეთ, სადაც თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილია როგორც ვადები, ასევე პასუხისმგებელი კომიტეტები. ამ გეგმაში მოცემულია თუ როდის უნდა დაინიცირდეს თითოეული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები და მაქსიმუმ რა ვადაში უნდა იყოს მიღებული. რეალურად, საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლამენტმა განახორციელოს და შეასრულოს. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ჩვენ საშემოდგომო სესიისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გამოყენებული იყოს ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ და უკვე საშემოდგომო სესიაზე, კონკრეტული ვადების გათვალისწინებით, ყველაფერი განვახორციელოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხების მიმართ მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.  შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების  შეხვედრა შედგება, რათა სწორედ დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს, ხოლო 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეაფასოს და  შემდგომ საქმიანობაზე პოზიციები შეაჯეროს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები