ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

ასამბლეის ფარგლებში  სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს.  შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი.

ნიკოლოზ სამხარაძის გარდა თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, კირიაკოს ჰაჯიანისის  კანდიდატურა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინჰემში, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები