შარლ მიშელი - მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახული პრიორიტეტები მოგვარდება

მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახული პრიორიტეტები მოგვარდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. ვაღიარეთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია. 

ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ მოლდოვას და უკრაინას. ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი მოახდენს ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები