ბორჯომში "თებე-ლენდის" გახსნის ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

ბორჯომში "თებე-ლენდის" გახსნის ღონისძიებას სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე,  ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს  პროექტის შედეგად შექმნილი სანერგეები და თებე-ლენდის ტერიტორია, ასევე დღის ცენტრი "თებეს" ბენეფიციარების  მიერ დამზადებული ნამუშევრები.

დღის ცენტრი "თებეს" ახალი პროექტის ,,თებე-ლენდის"  ფარგლებში, შეიქმნა სანერგე მეურნეობა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით, მოხდა ნერგების გამოყვანა. პროექტის მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი სანერგე-მეურნეობის შექმნისა და შემდგომ აქტივობებში ჩართვის გზით. ასევე პროექტი თავისი შინაარსით სარგებლის მომტანია ბორჯომში ხანძრის მიერ დაზიანებული ტყის საფარისთვის.

პროექტის ყველა აქტივობა განხორციელდა ,,თებეს" დღის ცენტრის თანამშრომლებისა და ცენტრით მოსარგებლეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვების  ჩართულობით. ცენტრის ბენეფიციარები და თანამშრომლები ჩართულები იყვნენ ნერგისა და ახალგაზრდა ხის მოვლის ტრენინგში. გარდა ამისა, ცენტრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური მეთოდისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ.

დღის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ლომაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს მადლობა გადაუხადა ,,თებე-ლენდის" პროექტის მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები