ბლინკენი - აშშ დამატებით გამოყოფს დაახლოებით 368 მილიონ დოლარს უკრაინისთვის

აშშ უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს.

"უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. აშშ დამატებით გამოყოფს დაახლოებით 368 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინელი ხალხისა და ლტოლვილებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის გამო საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ“, - წერს ბლინკენი.

იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი.

უახლესი ამბები