გორში პროტესტის დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

გორში გარემოვაჭრეები ხელისუფლების მიერ ჭავჭავაძის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩაზე მუშაობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ადგილზე შელაპარაკების დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახამრების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება არ მისცა, ისინი მერიაში მივიდნენ, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ შეხვედრია. 

გარემოვაჭრეები დამატებით 3-თვიან ვადას ითხოვენ, რათა დავალიანება დაფარონ.

ადგილზე დილიდან მობილიზებულია მერიის ზედამხედველობის სამსახური და პოლიცია. სამართალდამცველების მიზანი ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან დაცლაა.

გარემოვაჭრეების დახლები მერიამ სამი დღის წინ, ღამის საათებში დაშალა. მათ ახალ ადგილზე გადასვლას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მომხმარებელი არ მიდის.

უახლესი ამბები