თამარ გაბუნია - კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს იუსტიციის სამინისტროს საშუალებით

პენიტენციურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და კლინიკა სიტუაციას მართავენ სრულად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება პაციენტი. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასე რომ, კლინიცისტების ნაწილში აბსოლუტურად შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო", - აცხადებს გაბუნია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ე.წ. პიჯაკების საქმე უნდა განხილულიყო. პროცესის გადადების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

სასამართლოს წერილით კლინიკა "ვივამედმა" მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სხდომას დაესწროს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები