გიორგი ვაშაძე - მივმართავ შალვა პაპუაშვილს, გაემიჯნეთ ამერიკის ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე შეტევას

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, გადადგას პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ და გაემიჯნოს ანტიდასავლურ რიტორიკას, აშშ-ის ელჩზე თავდასხმებს.

"მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, შეეშვით ცრუ საქმეს, საქმის იმიტაციას, თქვენ ხართ საქართველოში კონსტიტუცით მეორე პირი ფორმალურად მაინც, ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ავრცელებს ხოლმე ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“, სახელი და გვარი რომ წართვეს ამ ადამიანებს. გაემიჯნეთ ამერიკის ელჩზე პირდაპირ თავდასხმებს, რასაც თქვენ და თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ, გაემიჯნეთ „ქართული ოცნების“ იმ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც თქვენი პარტიის თავჯდომარე არის ჩართული და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ.

თუ თქვენ ამას არ გაკეთებთ, გამოდის, რომ თქვენ ხართ ოლიგარქული რეჟიმის ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან კიარ მოქმედებს, მოქმედებს საკუთარი პარტიის, უფრო სწორად, პარტიის ბოსების დავალებით. ამიტომ ჯერი თქვენზეა, პირდაპირ მოგმართავთ შალვა პაპუაშვილს, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ ამერიკის ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე შეტევას და მოახდინეთ იმ ფუნქციის რეალიზება, რაც გაკისრიათ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, შეშვით ცრუ საქმეს და შეეშვით ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების „გაპრავებას“. ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ამოცანა, ჯერი თქვენზეა, ველი თქვენს პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით.

მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ოლიგარქიულ რეჟიმს გაემიჯნოს და დაიწყოს დეოლიგარქიზაცია საკუთარი თავიდან, მიტაცებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია ხალხს დაუბრუნოს. მისგან პასუხს მკაფიოდ ვითხოვ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები