თამარ მეფის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას სავარაუდოდ, კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანების გამო 10-მდე მოქალაქეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
შენობიდან საჭირო გახდა მოხუცებისა და ბავშვების ევაკუაცია.
ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.