გია ვოლსკი - მთავრობას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ სიტუაცია მართოს

ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ მიმართულებით, რომ მან პოლიტიკურ მმართველობაზე გავლენა მოახდინოს და ისეთი ნაბიჯები გადადგმას, როგორიც რადიკალურ ოპოზიციას ესიამოვნებოდა, ეს არის ფორმულა, რომელიც შემოგვთავაზეს და არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოში არსებობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ზოგადად, საქართველოს მიმართ სანქციების შემოტანა და უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო, არის და იქნება ის სტრატეგია, რომელიც „ნაცმოძრაობა“ გააჩნია, რომელსაც საკუთარ მმართველობაში ევროპული სტანდარტის არც ერთი ნიშანი არ ჰქონდა. მათ ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენიათ, როგორც მთავარი წინააღმდეგობა მათსა და ხელისუფლებას შორის და ყველანაირი ხერხით იქნება გაგრძელებული მის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ისეთი ხერხებით, როგორიცაა დეზინფორმაცია, ფეიკნიუსების გავრცელება, ლობისტების მოზიდვა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოსალოდნელი არ არის, რადგან ნებისმიერი ობიექტური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ის ამას არათუ არ იმსახურებს, არამედ ეს სერიოზული დარტყმა იქნება იმ პროექტებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, მას საკმაოდ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა და არ შეიძლება, ამ მეთოდით იყოს შეყვანილი პოლიტიკურ ასპარეზზე.

"მთავრობას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ სიტუაცია მართოს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არ არის. ის ყოველთვის გვერდში ედგა და დაუდგება სახელმწიფოს, მათ შორის შესანიშნავ პროექტებს ახორციელებდა და დიდი დანახარჯები აქვს გაწეული, რომ 2004 წლიდან ახალი მთავრობისთვის შეენარჩუნებინა სტაბილურობა, გაეძლიერებინა ქართული ჯარი, ქართული პოლიცია ჩამოეყალიბებინა და უამრავი რამ აქვს გაკეთებული. მცირედიდან დაიწყო და მისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს ინტერესებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები