დანილოვი - ზელენსკიმ მთელი უკრაინის ოკუპანტებისგან განთავისუფლების ამოცანა დაისახა

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს მთელი ქვეყნის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების ამოცანა დაუსახა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

"საუბარია არა მხოლოდ ხერსონის, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. ჩვენ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი ადგენს ამოცანას, რომ ჩვენი მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს აგრესორისგან. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, - აცხადებს დანილოვი.

მისივე თქმით, ხერსონის მახლობლად რუსულ საწყობებში აფეთქებები მაღალი სიზუსტის იარაღის შედეგია.

"რუსეთის ფედერაციის ამოცანაა ჩვენი, როგორც ქვეყნის განადგურება, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურება, რომ ჩვენმა ქვეყანამ არსებობა შეწყვიტოს“, - აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები