რასა იუკნევიჩიენე - თუ "ქართულ ოცნებას" არ ესმის რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, მე მათ ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

თუ "ქართულ ოცნებას" არ ესმის რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის რეკომენდაციაში, მე მათ ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ "ქართულ ოცნებას" არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მცდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა  რასა იუკნევიჩიენემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები