ვინიცაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 დაკარგულად ითვლება

ვინიცას ცენტრში რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. 

ამავდროულად, პოლიციასთან კონტაქტს აგრძელებენ ადამიანები, მათი ახლობლები და მეგობრები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მტრის რაკეტები ჩამოვარდა, - ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად სამართალდამცველებს 15 ასეთი მიმართვა აქვთ.

საავადმყოფოში 90-მდე დაშავებულია გადაყვანილი.

ვინიცა რუსმა ოკუპანტებმა საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს.