მალხაზ მაჩალიკაშვილი - ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს მთლიანად Facebook-ი, რომ არ მეჩვენებინა სიმართლე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის ტელეფონში, რომელიც ოჯახს წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნეს, Facebook და Whatsapp წაშლილია.

"როგორც კი დაგეგმეს, რომ ნივთები უნდა დაებრუნებინათ, ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს მთლიანად Facebook-ი, იმიტომ, რომ იმ Facebook-ზე ისინი ავრცელებდნენ ძალიან ცუდ, ბინძურ და გარყვნილ ჭორებს, ვითომ ჰქონდა იქ რაღაცა. ეს მე დღეს თქვენთვის რომ არ მეჩვენებინა სიმართლე, Facebook-ი წაშლილია.

რაც შეეხება whatsapp-ს, გიორგობიანის ენით, რომელიც იყო დიდი დანაშაული, მცდელობა, რომ დაებრალებინა თემირლანისთვის ეს ტერორიზმი, ჩემი ოჯახისთვის, მთელი პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტებისთვის, იქნა გავრცელებული ძალიან დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად. რაც არ ყოფილა whatsapp-ში, არ ჰქონია მას არავისთან საუბარი, ეს ტელეფონიც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს და რასაც ესენი ავრცელებდნენ და მე და ჩემ ოჯახს გვანადგურებდნენ, იმ whatsapp-შიც არაფერი მასეთი არ არის", - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები