პუტინმა როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დენის მანტუროვის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. დოკუმენტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავდროულად, პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი და დიმიტრი როგოზინის ნაცვლად "როსკოსმოსის" გენერალურ დირექტორად დანიშნა.

კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები შეიტანა და ისევ ათი ვიცე-პრემიერი დატოვა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა მათი რიცხვი 11-მდე გაზარდა ვიცე-პრემიერის - მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტის შემოღებით.

ვიცე-პრემიერებად რჩებიან იური ტრუტნევი, ტატიანა გოლიკოვა, ანდრეი ბელუსოვი, დიმიტრი ჩერნიშენკო, მარატ ხუსნულინი, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, დიმიტრი გრიგორენკო და ალექსანდრე ნოვაკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები