მალხაზ მაჩალიკაშვილი - გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს თემირლანის საქმეზე და არა შეთითხნილი ბრალდებით

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პირველ რიგში მისი შვილის საქმეზე უნდა მოიხადოს სასჯელი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას ზვიად კუპრავა ავრცელებს.

"ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.

1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი, რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე.

2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.

მისი განწყობა არის შესაბამისი. არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას", - წერს ზვიად კუპრავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები