ISW - პუტინმა სავარაუდოდ, უკრაინის პირველი დედაქალაქის და მთელი ოლქის მიტაცების ბრძანება გასცა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან მეხუთე თვეში, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ხარკივის და ხარკივის ოლქის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს პუტინის ბრძანებაზე ხარკივისა და ოლქის დაკავების შესახებ.

კერძოდ, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 26 ივნისიდან რუსები ცდილობენ დაიკავონ ხარკივის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი დემენტიევკა, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის მოქმედებებისგან დასაცავად განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომელშიც რუსი სამხედრო ჩივის, რომ მის მეთაურს დანაკარგები არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ ხარკივში უნდა მოხვედრა.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსმა გალეიტერებმა ხარკივის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყეს თანამშრომლობა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებთან. ანალიტიკოსების თქმით, ეს მიუთითებს რუსეთის მცდელობებზე, შექმნას პირობები ხანგრძლივი ოკუპაციისთვის.

ISW-ის ანალიტიკოსები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ რუსებმა მოახერხონ ხარკივისა და მთელი ოლქის დაპყრობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, არათანმიმდევრულად გააძლიერებს თავდასხმის მცდელობებს ხარკივის ჩრდილოეთით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სერიოზულ ტერიტორიულ წარმატებას მიაღწიოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები