ირმა ინაშვილი - სულ ვცდილობდი თავშეკავებას, მაგრამ ამისთანა ცილისმწამებელი არარაობები უნდა გაჭყლიტო, თურმე

გედი ფოფხაძეს იმისი შურს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ამ ქვეყნისთვის იბრძოდა, იბრძვის და კეთილი წვლილიც მიუძღვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

"გედი ფოფხაძეს ჩემი რა ბოღმა ჰქონია ასეთი, გაოცებული ვარ. ბორჯომის არჩევნებში, სწორედ სუსთან ერთად, უკადრებელი იკადრა. არადა, კაცს არასდროს შევხებივარ, ბორჯომიდან ვიცნობ მის ოჯახს და სულ ვცდილობდი თავშეკავებას, მაგრამ ამისთანა ცილისმწამებელი არარაობები უნდა გაჭყლიტო, თურმე. დაადგა ფეხი და გაჭყლიტო! 

ტელეკომპანია "ობიექტივიც" არსებობდა, წინააღმდეგობის მოძრაობაც,  პატრიოტთა ალიანსიც და სოსო გოგაშვილი მაშინ სუს-ში არც მუშაობდა. გედი ფოფხაძეს იმისი შურს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ამ ქვეყნისთვის იბრძოდა, იბრძვის და კეთილი წვლილიც მიუძღვის, გედი ფოფხაძე კი, მიშას დროს გვარამიასთან ძმაკაცობდა, ბიძინა რომ მოვიდა, სუსს დაუძმაკაცდა და სწორედ სუსთან ერთად გააყალბა არჩევნები ბორჯომში. 

გედი ფოფხაძე უბრალოდ უზნეო და ბოროტი არსებაა, ასეთი ხალხი პოლიტიკაში კი არა, არაფერში არ ვარგა! 

"პატრიოტთა ალიანსს" არასდროს და არავინ არ მფარველობდა. "ქართული ოცნება" სულ გვებრძოდა და ახლაც გვებრძვის. ისევე როგორც ნაცმოძრაობა. გედი ფოფხაძეს კი,  არავინ არ ებრძვის. იმიტომ, რომ არავინ არაა. თუმცა, არის! კუდის, სოდის, სუსის ნებისმიერი დავალების შემსრულებელია. დაავალებენ? პრორუსული გახდება! მერე ეტყვიან,- პროამერიკელი გახდიო და ესეც ყეფას დაიწყებს. მოკლედ, ერთი სამყაროზე დაბოღმილი, წარუმატებელი არარაობაა", - წერს ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები