სოფელ ყუმისთავში "გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სოფელ ყუმისთავში "გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე ბეტონის დაგება. ახალ ტურისტულ ლოკაციაზე მოეწყობა პარკინგი და დამონტაჟდება გარე განათება. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან - მალხაზ ჩხეიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. 

„ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტი „საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ მიმდინარეობს და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება'', - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

ამ პროექტით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ევროკავშირმა 1047047 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები