თბილისსა და სვანეთში გამოფენა "იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები" გაიმართება

თბილისსა და სვანეთში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი გამოფენა - "იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები” გაიმართება.

ექსპოზიცია (კურატორი იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი ფაბიანო ვენტურა) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და არაკომერციული ასოციაცია "Macromicro"-ს პროექტია, რომლის მიზანია მთასა და ალპინიზმთან დაკავშირებული იტალიური კულტურის გაზიარება ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გამოფენა შედგება სამი ნაწილისგან ("ზოგადი შესავალი", "იტალიის მთები" და "სამყაროს ხედვა"), რომლებსაც თან ერთვის ისტორიული მასალა პირველი ექსპედიციების შესახებ. ეს არის დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი მთის სისტემების (მათ შორის, ალპების, კავკასიონის, ანდების და ჰიმალაის მთების) ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოსურათების შთამბეჭდავი ექსპოზიცია, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს მყინვარების მასების დნობისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მთის ლანდშაფტზე.

იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორ მუზეუმთან (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმთან და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმთან) თანამშრომლობით ორგანიზებული გამოფენის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 19 ივლისს, 19:00 სთ-ზე იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8), სადაც ის წარმოდგენილი იქნება 31 აგვისტომდე, ექსპოზიციის სვანეთთან დაკავშირებულ ნაწილს კი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (მესტია) უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები