გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ გოგაშვილს, გამოაქვეყნოს მტკიცებულებები

ამხილეთ ეს დანაშაულებრივი სისტემა, ყველას გვერდში დაგიდგებით, ყველასთან მივალთ, დაგვიკავშირდით და ერთად ვამხილოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ეს არის დანაშაულებრივი სისტემის რღვევის პროცესი. ყველამ კარგად ვიცით, სოსო გოგაშვილი ვინ იყო და როგორ ემსახურებოდა ამ სისტემას, მაგრამ სულ უფრო მეტნი და მეტნი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ დანაშაულებრივ, ოლიგარქიულ რეჟიმს, პუტინის მომსახურე რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოშია. ამხილეთ ეს დანაშაულებრივი სისტემა, ყველას გვერდში დაგიდგებით, ყველასთან მივალთ, დაგვიკავშირდით და ერთად ვამხილოთ, რომ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ საქართველოს განვითარებას.

გოგაშვილი ახლა დაიჭირეს, რადგან ეშინიათ მხილების. იმედი მაქვს, გოგაშვილი რასაც აცხადებს, უკან არ დაიხევს. არ გამოვრიცხავ, მასზე იყოს ფიზიკური ძალადობაც, რომ უკან დაიხიოს, არ გამოაქვეყნოს ის მტკიცებულებები, რასაც ამომბს. მოვუწოდებ გოგაშვილს, გამოაქვეყნოს მტკიცებულებები. ეს რაღაც კუთხით მაინც შეამსუბუქებს იმ დანაშაულში მონაწილეობას, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან. როცა ადამიანი ამხელ და აღიარებ, რომ დანაშაულში შენც ჩაგრთეს, შენც იყავი მონაწილე, ეს სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ითვალისწინებს შეღავათებს. ნუ შეეშინდება და მტკიცებულებები გამოაქვეყნოს. ის ოლიგარქიული რეჟიმის პატიმარია, რათა გადაწყვიტა მხილება იმ რეჟიმის და წარმოდგენა გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებების, რომელზეც ამდენი ხანი „ქართული იცნება“ იძახდა, რომ მკიცებულება არ არის. პოლიტიკური პატიმარია თუ არა, ამას ჩვენ გავარკვევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები