პაატა მანჯგალაძე - სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება

ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დაიწყოს, რომ ხალხმა ძალაუფლება დაიბრუნოს.

"ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ "ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები