ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიდასავლურ განცხადებებში

პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

"პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დესტრუქციული როლი ითამაშა და აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას, როდესაც ხელს უშლის, შლის და საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამავდროულად, გუშინ პირდაპირ ციტატებით ამხილა პრეზიდენტმა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებში. ციტატებით ამხილა და ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. 

პრეზიდენტთან ჩვენ კონსტრუქციულ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ შევძლოთ თორმეტივე პუნქტზე მართლაც ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები