თეა წულუკიანი - აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს, ვისურვებდი, თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, დავით ბაქრაძეს სადაც უმუშავია, ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით.

ამის შესახებ წულუკიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძეს აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე მუშაობისას ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის არაფერი გაუკეთებია და გაერო-ში ელჩად არ უნდა დაინიშნოს.

"ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დიდი გამოცდილების, პატრიოტიზმისა და მოტივაციის მქონე ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი. რასაკვირველია, ყოფილან ელჩები, რომლებიც გამოწვეულან, რადგან ერთია, როდესაც საქმიანობ, როგორც დიპლომატი ქვეყნის შიგნით და მეორეა, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად სხვა ტიპის საქმიანობა გიწევს და შეიძლება, იქ არ აღმოჩნდე ისეთივე წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით. ასეთებიც ყოფილან, მაგრამ დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელიც სადაც კი არ უმუშავია მას და ის ჩემი კოლეგა ყოფილა სახელმწიფო მინისტრის რანგში არა ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, თავისი სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესინალიზმით.

მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს და მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. 

რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს წარმომადგენლის, მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი. ეს არის დაუშვებელი, რადგან უსამართლობაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები