შიდა ქართლში 33 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 70 წლის ქალს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, ოჯახი ჩხუბში მონაწილეების დასჯასაც ითხოვს

შიდა ქართლში 33 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 70 წლის ქალს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებულ ქალს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სოფელ კირბში თანასოფლელებს შორის უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა, დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი კი ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოკლული 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახი აცხადებს, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდას თავდაპირველად დაზიანებები დაკავებულის შვილმა მიაყენა.

"გადმომხტარან იქ, მუშები ჰყავდა იმ ბიჭს, ისინიც წამოსულან. არ ვიცი რა გააკეთა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოსულა. ამასაც რა ვიცი, ინსტიქტურად მოვიქნიე თოხიო, 5 ერთზე მოდიოდაო... ნაცემი იყო. 7 დღე ებრძოლა, მე მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა ბავშვი“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა თამარ ქობულაშვილი "მთავართან".

70 წლის ქალის შვილის დაკავებას ითხოვს სოფლის მოსახლეობაც, რადგან მათი თქმით, კონფლიქტი სწორედ მან წამოიწყო.

უახლესი ამბები