რასა იუკნევიჩიენე - როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვანი, ბიძინა ივანიშვილის დაცვაა.

"მთავარი არხის" ეთერში ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა. 

"მე პირადად შოკირებული ვიყავი, როცა ვნახე ეს წერილი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ვერ ისწავლა გაკვეთილები - ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის...

ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული.

მესმის, ოპოზიციისთვის რთულია მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ნაბიჯი", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები