სოფელ თავასის საჯარო სკოლის ეზოში "ახალგაზრდული ბანაკი თერჯოლა 2022" მოეწყო

ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, სოფელ თავასის საჯარო სკოლის ეზოში ,,ახალგაზრდული ბანაკი თერჯოლა 2022" მოეწყო.

ბანაკის გახსნას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეები  მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე  საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი და საკრებულოს წევრები შეუერთდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდებს დროის სასიამოვნოდ გატარება და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

საზაფხულო  ბანაკის მიზანია,  ხელი  შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ  გატარებასთან ერთად, მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას,ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. 

სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, ლაშქრობებით, სპორტული და კულტურულ ღონისძიებებით დატვირთულ 3-დღიან ბანაკში ახალგაზრდები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობენ.

"ახალგაზრდული ბანაკი 2022“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

უახლესი ამბები