ქართველმა პოლიციელებმა როტერდამში პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ში მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს.

ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვეს.

პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კობა კობახიძეს სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული.

პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები