სუს-ი - ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე უკანონოდ დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე უკანონოდ დააკავეს.

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები