მამუკა ხაზარაძე - ოპოზიციის მონაწილეობა იმ რაღაც მოგონილ კომისიებში თითიდან გამოწოვილი ამბავია

ვინც დღეს ხელს უშლის საქართველოს განვითარებას, ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაა, რომელიც ყოველდღიურად აღვივებს შუღლს საზოგადოებაში, – ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"საზოგადოებას ანაწევრებენ და ამით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ოპოზიციის მონაწილეობა იმ რაღაც მოგონილ კომისიებში თითიდან გამოწოვილი ამბავია, რადგან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ჰყავს და მათ შეუძლიათ 12 პუნქტი მიიღონ, აგვისტოში დასასვენებლად კი არ წასულიყვნენ, არამედ ზაფხულში ემუშავათ და სექტემბერში ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, ჩვენი ევროპარლამენტარებისთვის ჩაებარებინათ. შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად მოამზადონ პროექტები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ პროცესს ემიჯნება. არა, ყველა კანონპროექტით, რომელიც მომზადებულია და რომელიც დაიდება, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ პროცესში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული.

"ქართულ ოცნებას“ შეუძლია, თუ სურვილი ექნება, 12 მოთხოვნა ყოველგვარი ოპოზიციის მოპატიჟების გარეშე შეასრულოს. რა თქმა უნდა, მათ ამისი სურვილი არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები