გიორგი ვაშაძე - საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და მათი ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ,  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები, ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მათგან განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ახლა გაიჭედნენ. სექტემბრისთვის ჩვენ ყველა კანონი დაწერილი გვექნება, მათ კი გაკეთებული არაფერი ექნებათ. დღევანდელი ფორუმიც ძალიან ნათელი მაგალითია „ქართული იცნების“ დამოკიდებულების. როგორ უცხადებენ ისინი ბოიკოტს კონსტიტუციას, კანონებს და აბსოლუტურად ყველა პროცედურას, კონსტიტუციას არღვევენ და შალვა პაპუაშვილს ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, რომ რიგგარეშე სესია არ მოიწვია. 

ამიტომ პაპუაშვილს მადლობა ამ შეფასებისთვის, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ. როგორც ჩანს, შიში ოხერია, პაპუაშვილს ძალიან ეშინია. საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და მათი ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კონსტიტუციით შემიძლია, აქციაც გავმართოთ, პროტესტიც გავმართო, ყველაფერი გავაკეთო და ვინ შემიზღუდა? ვინ ოხერია შალვა პაპუაშვილი რომ მე შემიზღუდის რამე ქმედება, რა უფლება აქვს. კონსტიტუციას ჩვენ ყოველთვის ვიცავთ. ისინი კი არღვევენ კონსტიტუციას და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კონსტიტუციაო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები