ეკა გიგაური OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური  სამი წლის ვადით "ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

მმართველი კომიტეტის საქმიანობას  ეკა გიგაური 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუერთდება.

22-წევრიანი მმართველი კომიტეტი, სადაც 11 წევრი მთავრობების და 11 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი შედის,  OGP-ის აღმასრულებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. მის ფუნქციებს შორისაა OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა და გავრცელება, ასევე, სტრატეგიული დონეზე საქმიანობის დაგეგმვა და პარტნიორობის ფუნქციონირების ზედამხედველობა. საქართველო 2011 წლიდან არის OGP-ის წევრი.

2021 წლის შემოდგომიდან ეკა გიგაური ასევე არის “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები