ირაკლი ქადაგიშვილი - გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მედიას დაუბრუნებს თავის შინაარსს და სახეს

მე რომ პოლიტიკოსი ვარ და თმენის ვალდებულება გამაჩნია, ეს არ არის უსაზღვრო რამ, დამისახელეთ ევროპაში და ამერიკაში ჟურნალისტი თუ გადადის ზღვარს თავისი პროფესიული მოვალეობის დროს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ვალდებულია თმენის ვალდებულება გამოიყენოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"ბუნებრივია, არავის არ მოსწონს, როდესაც ადამიანი აღელვებულია და აგრესიას გამოხატავს, მაგრამ აქ ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ - რა იწვევს ადამიანში ამ მდგომარეობის გამოწვევას. არავინ არ ვართ დაზღვეული, რომ მძიმე შეურაცხყოფებზე, რომელიც პერმანენტული ხასიათის არის არ გავცეთ პასუხი ისე, რასაც ეს აღვირახსნილი შემოტევა გულისხმობს ხოლმე. თმენის ვალდებულება გახდა უნიკალური ვალდებულება იმისა, რომ შეურაცხყოფა უნდა დაკანონდეს საქართველოში. თუ გოგონაზე და ქალბატონზეა საუბარი, მაშინ მანაც უნდა იცოდეს როგორ ისაუბროს. არ ვიცი თავად როგორ ვუპასუხებდი, იმიტომ რომ მრავალი შემთხვევა გვაქვს ასეთი, ეს არის ადეკვატური რეაგირება ადამიანის ფსიქიკის მხრიდან. 

მე რომ პოლიტიკოსი ვარ და თმენის ვალდებულება გამაჩნია, ეს არ არის უსაზღვრო რამ, დამისახელეთ ევროპაში და ამერიკაში ჟურნალისტი თუ გადადის ზღვარს თავისი პროფესიული მოვალეობის დროს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ვალდებულია თმენის ვალდებულება გამოიყენოს. გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მედიას დაუბრუნებს თავის შინაარსს და მედიის სახეს. არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, რომ გატარდეს ამ მიმართულებით, მე როგორც ერთი დეპუტატი დავსვამ საკითხს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები