ალუდა ღუდუშაური - აშშ-ის ელჩმა და საელჩომ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ

"ქართული ოცნების" დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები რომ არ დაზიანდეს, საჭიროა, აშშ-ის ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.

"როგორც ჩანს, კრიტიკული კითხვები დაგროვდა, რომლებსაც მკაფიო პასუხები სჭირდება. შესაბამისად, ელჩმა და საელჩომ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ და ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე მოსახლეობის ლეგიტიმურ ინტერესს ეხება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა შეუქცევადი პროცესია, ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის წინ ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია, არ შეხვედრია ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და შინაარსობრივ მხარეზე საელჩომ და ელჩმა გააკეთოს განცხადება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები