ირაკლი კობახიძე - ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია, რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის  მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია,  დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. 

"არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის  კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად,  ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები