მიხეილ ყაველაშვილი - ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ "მისთვის ყველაფერი გასაგებია რაზე იქნებოდა საუბარი ბიძინა ივანიშვილს და კელი დეგნანს შორის".

"რაზე შეიძლება ესაუბრათ ახლა ბიძინა ივანიშვილს და კელი დეგნანს? ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი. რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ამ ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ აი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება.

ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ასე ვთქვათ ინფორმაციები, იყო ინფორმაციები, რომ რაღაც კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, გაიხსენეთ პრემიერის განცხადება, კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა. სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა და აღარ გამომაგორებინოთ ახლა ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა და ა.შ. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. 

კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომელსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, გლობალური დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები