ირაკლი ზარქუა - არც მინდა, რომ სიღრმეში შევიდე, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ, მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა

ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"მეც წავიკითხე ეს წერილი. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ბატონი სოზარი, ბატონი ხუნდაძე და ბატონი ყაველაშვილი სვამდნენ კითხვას, ელჩმა უპასუხა, რომ არ იყო ეს შეხვედრა. ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო და თურმე სამ საათსაც კი გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა.

ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ძალიან ვუფრთხილდებით. ის, რაც არის კულუარული და შიდა ინფორმაცია, არ გამოგვაქვს გარეთ და არც მინდა, რომ ამ სიღრმეში შევიდე ახლა, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ. მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა და დანარჩენი უკვე, ჩვენი ამომრჩეველი იქბება, თუ მცხოვრებელი, თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ. ვისურვებდი, რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ორივე მხრიდან უფრო მეტი სიცხადე იყოს შეტანილი. მე პირადად, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი მხრიდან იყოს ეს გაჟღერებული. თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა და როგორ, მაგრამ ფაქტია, ეს შეხვედრა შედგა და ამასთან დაკავშირებით დაველოდებით საელჩოს განცხადებას", - განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები