ედუარდ სააკაშვილი - მისი როლი საერთოდ ქართულ პოლიტიკაშიც გაუგებარია, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, რომ შეიძლება უკრაინაში უფრო ჰქონდეს მომავალი

მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, რომ შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ მის პოლიტიკურ კარიერას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.

"ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ბევრი მათგანის ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი.

მართალია, ბევრი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი, შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, ვინც აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უბრალოდ, უნდა მისთვის კარგი. ვფიქრობ, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მაშინ თვითონ მამაჩემიც ხომ არ უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის შვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის.

"მე როგორც ვხედავ და ვუყურებ, მისი როლი საერთოდ ქართულ პოლიტიკაშიც გაუგებარია მომავლისთვის. არ ვიცი კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, რომ შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ მის პოლიტიკურ კარიერას“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა "ტვ პირველთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები