"დრანდის ტაძარში, დილის და საღამოს ლოცვების დროს, ვლადიმერ პუტინისთვის ლოცულობენ"

დრანდის ტაძარში, დილის და საღამოს ლოცვების დროს, ვლადიმერ პუტინისთვის ლოცულობენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლანა ცაავა წერს.

როგორც ცაავა წერს, ის, რაც ერთ-ერთ უძველეს ტაძარში ხდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიჭვნითის აგარაკებთან დაკავშირებული საკითხი.

"დღეს შემთხვევით მოვხვდი დრანდის ტაძარში, 8 წელია, არ ვყოფილვარ. პარკინგის შესასვლელთანვე, რომელიც იქამდე არ იყო, გამაოგნებელი ცვლილებები დავინახე. ახალი შენობა-ნაგებობები, უამრავი ახალი ნარგავი, მოულოდნელად აღმოვაჩინე წმინდა წყარო, უფრო სწორად, ონკანი, საიდანაც ნაკურთხი წყალი მოედინება, იქ ასეთი ნამდვილად არ იყო. ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი, ტურისტებს ჰგვანან, მაგრამ იქ მცხოვრებ პილიგრიმები უფრო არიან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს უძველესი კავკასიური ტაძარი კი არ არის, რომელიც აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია, არამედ აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. ტაძრის შიგნით ძირითადად რუსი წმინდანების ხატებია. მდიდარი საეკლესიო მაღაზია. მაგრამ მე სხვამ აღმაშფოთა. საღამოს წირვაზე მოვხვდი. საღამოს და დილის ლოცვებში არის ასეთი ლოცვა - "შეიწყალენ მთავრობა და მხედრობა მისი". ეს ეხება ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლებას და ჯარისკაცებს, რომლებსაც ეს მრევლი ეკუთვნის. ამ ადგილას უნდა ითქვას... "აფხაზთა ხელისუფლებისა და არმიის შესახებ, ხანდახან ვამატებთ რუსებსაც". დღეს კი ამ ადგილას ტაძარში ასეთი დიდება ითქვა... რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ... და ასე 12-ჯერ, მთელი დარბაზი 12-ჯერ დადგა მუხლებზე. არცერთი სიტყვა აფხაზეთის ხელისუფლებებსა და მხედრობაზე... მამა ალექსანდრე, ამ ტაძრის წინამძღოლი, ყოფილი რუსი სამხედრო ექიმი, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა. აშკარაა, რომ ის მაღალი პატრონაჟის ქვეშაა. 

ბიჭვინთის საკითხით ჩემსავით აღშფოთებულ ჩვენს პატრიოტებს მინდა მივმართო, რაც დრანდის ტაძარში ხდება, აფხაზეთის და არა მარტო აფხაზეთის, მთელი კავკასიის ერთ-ერთ უძველეს სალოცავში, უფრო უარესია, ვიდრე ბიჭვინთის აგარაკები, მაგრამ არცერთ პოლიტიკოსს არ აინტერესებს ეს საკითხი, რადგან მისთვის არანაირი შურისძიება არ იქნება და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინაშე ქულებს ვერ დაიწერენ. ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ძალასაც ვგულისხმობ და ოპოზიციასაც. მამა დოროთეზე კი "განცხადებებს" ვწერთ და მეზობელ სახელმწიფოს "ვუკაკუნებთ", ადამიანზე, რომელიც აფხაზურ მართლმადიდებლობას აცოცხლებს, აკაკუნებენ სწორედ ისინი, ვინც ნებას დართეს VI საუკუნის დრანდის ტაძრიდან გაეკეთებინათ რუსული ტაძარი“, - წერს ლანა ცაავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები