ვახტანგ გომელაური - გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, დაშავებული ქართველი კლინიკაში გადაჰყავთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ინსტრუქტორი, ამოყვანილია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავთ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.

"ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა, დაშავებულია, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. დაშავებული, ქართველი ვინც იყო, ამოიყვანეს, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, საჭიროა პარაპლანით ფრენა დარეგულირდეს.

"რაც შეეხება პარაპლანის ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად. თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება. უნდა ვიმუშაოთ ამაზე რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა საინტერესოა. მანამდე ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და გაიცეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან",- განაცხადა გომელაურმა. 

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები